05 აგვ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვრცელ წერილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, რომელშიც საუბარია ამ პარტიის მხრიდან რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე მიკერძოებულ მიდგომაზე შეფასებები მოჰყვა. პოლიტიკურ ჯგუფებში ურთიერთ ბრალდებები ისმის.
პარტია „საქართველოსთვის„ წევრი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ ისეთი წევრებიც არიან, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ხელს უწყობენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადრეც და ახლაც გარე ძალების დაკვეთებს ასრულებდა და გადაწყვეტილებები მათ მიმართ წაყენებული დავალებების შესაბამისად იცვლება.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა წერილი გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, რის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, თუმცა როგორც პრემიერი ამბობს, ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობები არ ჰქონია, პირიქით როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს რეჟიმის ლიდერი ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.