მთავრობის სხდომა

05 აგვ 2026

ეკონომიკური აქტივობები, საერთაშორისო შეთანხმებები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები იყო   მთავარი თემები საქართველოს მთავრობის სხდომაზე. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებით დინამიკას ინარჩუნებს.

ასევე ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა გუდაურის საკურორტო ზონის კეთილმოწყობასა და დაგეგმილ სიახლეებზე.

სხდომაზე განიხილეს განათლების რეფორმის სიახლეები და ჯანდაცვის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ წარმატებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაც და წამლის შეძენა სასურველ შედეგებზე მიუთითებს.