ტრამპი ირანს აფრთხილებს

05 აგვ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის თქმით,  ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების თხოვნით მიმართა, თუმცა  მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ტრამპი ირანს მძიმე შედეგებისა და ძლიერი დარტყმის შესახებ აფრთხილებს. ტრამპმა ეს განცხადება ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში გააკეთა.

კატარმა სამშაბათს განაცხადა, რომ შუამავლები პროგრესს აღწევენ აშშ-ირანის ომის დასრულების მცდელობებში, რაც ნავთობის ფასებს ამცირებს, თუმცა თეირანმა უარყო ტრამპის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.