რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

05 აგვ 2026, 08:19

0
გაზიარება:

რუსეთმა ღამით კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.