05 აგვ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.
მსურველებმა პირადი მონაცემები უნდა გამოაგზავნონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე hr@forestry.gov.ge. ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს.
რეფორმის ფარგლებში 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.