05 აგვ 2026
ბათუმში, შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა უკვე გახსნილია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე ქსელის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა. უახლოეს პერიოდში შესრულდება საგზაო მონიშვნები.
ახალი გზა ქალაქში ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას და სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირებას.
გასულ წელს ბათუმში 3 ახალი გზის მოწყობა დასრულდა, ხოლო წელს ქალაქის კიდევ 2 მონაკვეთში სხვადასხვა ქუჩების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა იგეგმება.