05 აგვ 2026
სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა. დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო პოლიციის „ახალციხის“ სამმართველოს სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით, ქვეითად ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.