05 აგვ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვრცელ წერილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, რომელშიც საუბარია ამ პარტიის მხრიდან რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე მიკერძოებულ მიდგომაზე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ასეთი პოზიციები დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ისინი ძირითადად გარე ძალების მხრიდან იმართებიან.
შეგახსენებთ გუშინ პრემიერმა წერილი გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, რის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, თუმცა როგორც პრემიერი ამბობს, ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობები არ ჰქონია, პირიქით როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს რეჟიმის ლიდერი ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.