ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა

04 აგვ 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მთაში ასწლეულების განმავლობაში შემონახული ტრადიციებისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების განხორციელებას.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობა. ღონისძიება საკონცერტო პროგრამითა და სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდა. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.