04 აგვ 2026
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილია მხატვარის 25 ნამუშევარი, ძირითადად აბსტრაქტული კომპოზიციები. ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გამოფენილია ფერწერული ტილოები, რომელზეც ხელოვანი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
გამოფენის სახელწოდებაა “გააფერადე სამყარო“. პროექტი მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთ სერიას აერთიანებს. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 11 აგვისტომდე შეუძლია.
მხატვარი, არქიტექტორი და პედაგოგი დავით გუა 4000-ზე მეტი ფერწერული ნამუშევრის ავტორია. სხვადასხვა დროს მან საქართველოსა და უცხოეთში დაახლოებით 15 პერსონალური გამოფენა მოაწყო.