04 აგვ 2026
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.
პრემიერ-მინისტრი გაეცნო პროექტს, რომლის თანახმად კულტურის სახლი, სრულყოფილი რეაბილიტაციის შედეგად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ამავდროულად, ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან.