პრემიერის განცხადება - მმართველი გუნდის შეფასება

04 აგვ 2026

პრემიერის განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში. ''ქართულ ოცნებაში'' ოპოზიციას ეროვნული ინტერესების უგულებელყოფასა და გარე ძალების მითითებებით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.

თორნიკე ფაღავა მას შემდეგ, რაც გარე პატრონებს რუსეთთან კონფრონტაცია დასჭირდათ, ოპოზიციამ შეცვალა დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის უმნიშვნელოა.