04 აგვ 2026
გურიაში ტყის აღდგენის სამუშაოები 702 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. გასულ წლებში რეგიონში სხვადასხვა სახეობის 15 000-მდე ნერგი დაირგო, მათ შორის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები.
მიმდინარე და დასრულებული პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა.
ტყის აღდგენის პროექტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.