04 აგვ 2026
პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებსაც გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების პარალელურად, მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რომელზეც დაიგო ასფალტის საფარი.