04 აგვ 2026
2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა რეჟიმმა საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, რის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, თუმცა როგორც პრემიერი ამბობს, ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობები არ ჰქონია, პირიქით როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს რეჟიმის ლიდერი ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.
„ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება“ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, მაშინ აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი არავის გამოუხატავს.