04 აგვ 2026
მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს ანდრეი ვორობიოვმა ავრცელებს. დაშავებულია ექვსი ადამიანი.
ვორობიოვის ცნობით, რამდენიმე ობიექტს ხანძარი გაუჩნდა, ასევე დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა. ამასთან, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ობიექტზეც ლენინგრადის ოლქში. ინფორმაციას თავად კომპანიაშიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Wildberries-ის საწყობები იწვის მოსკოვის ოლქშიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმა დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ ოლქის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო.