04 აგვ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გაათავისუფლა ქვეყნის ელჩები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ზელენსკის მიერ 3 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა აშშ-ში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ოლჰა სტეფანიშინა. უკრაინის პრეზიდენტმა სტეფანიშინა აშშ-ში ელჩად 2025 წლის აგვისტოში დანიშნა.
ელჩობამდე სტეფანიშინა იყო უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში, მანამდე კი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და იუსტიციის მინისტრი.
ოლჰა სტეფანიშინამ 3 აგვისტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან წასვლა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც პირადი გარემოებებითაა ნაკარნახევი.