03 აგვ 2026
“ილიაობის“ ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს ბათუმში. თარიღთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა.
გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, ისაუბრეს მის ღვაწლზე, ქვეყნის განვითარების პროცესში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილსა და მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობაზე. საღამოზე შესრულდა მუსიკალური ნომრები. მაყურებლის წინაშე აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი “ბათუმი“ წარსდგა.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ილიაობის დღესასწაულის ამსახველი ფოტომასალა. “ილიაობის“ ტრადიციული დღესასწაული 2 აგვისტოს აღინიშნება.