გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

03 აგვ 2026

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მხატვარ ლევან ლაზარიშვილის პერსონალური გამოფენა „გალაქტიკის სერია“ გაიხსნა.

ექსპოზიცია ავტორის შემოქმედების ახალ ეტაპს წარმოადგენს და აერთიანებს ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებშიც კოსმოსური სივრცეები, წარმოსახვა და აბსტრაქტული ფორმები მრავალფეროვანი მხატვრული ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი.

ნამუშევრების ნახვა  დამთვალიერებლებს 8 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.