03 აგვ 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარაში მოღვაწე სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭათ.
დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის, ბათუმის სპორტის სასახლის და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებმა დაჯილდოებულებს სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებები მიენიჭათ სპორტის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის - თენგიზ თავდგირიძეს და აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტს ნინო ქავზინაძეს.
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა ასევე ჩვენს კოლეგას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სპორტულ ჟურნალისტს ირაკლი დარცმელიძეს სპორტულ ჟურნალისტიკაში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის.
კანდიდატები საქართველოს სპორტის სამინისტროში აჭარის სპორტის სამინისტრომ, სპორტის დეპარტამენტმა და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წარადგინეს.