„შავი ზღვის ვარსკვლავები“ - აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში

03 აგვ 2026

დღეს ბათუმის ქვიშის მოედანზე სტარტი აიღო აჭარის ღია ჩემპიონატმა საპლაჟო ფრენბურთში  „შავი ზღვის ვარსკვლავები.“ ტურნირი ვაჟთა და გოგონათა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2009-2010 და 2012-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება.

ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ წყვილები ბათუმიდან, ქობულეთიდან, ქუთაისიდან, გორიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, ჭიათურიდან, სამეგრელოდან და თურქეთიდან.

აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში 6 აგვისტოს დასრულდება.