03 აგვ 2026
3 წელი შოვის ტრაგედიიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი.
დღეს შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა ხსოვნისათვის შექმნილ მემორიალურ დაფასთან, დაღუპულთა ოჯახის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და ამ მძიმე დღეზე ისაუბრეს.
მემორიალურ დაფასთან დაღუპულთა ხსოვნისათვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი აღავლინეს და მათი სულებისთვის ილოცეს. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სამი წლის წინ შოვში სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.
ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიური დნობას, უხვ ნალექს სათავეებში, კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.