აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ ამირან თავდგირიძე დაინიშნა

03 აგვ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ამირან თავდგირიძე დაინიშნა.

ამირან თავდგირიძე პროფესიით სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალისტია. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.