03 აგვ 2026
საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობენ.
კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 3 აგვისტოს გამართავს.