საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი

03 აგვ 2026

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი.  BBC-ის ცნობით, დაღუპულები არიან დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი.

მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი კი გადარჩნენ. 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.