რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს

03 აგვ 2026

რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და არასაცხოვრებელი შენობები, მათ შორის, სასაწყობე ნაგებობები.