ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება - დონალდ ტრამპი

03 აგვ 2026

,,ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის თქმით,  ეს დღის მეორე ნახევარში დაიწყება.  მისივე თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმება მას ისეთმა მოკავშირეებმა სთხოვეს, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და თავად ირანი. 

სიენენის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტს რეგიონში ომის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიამ უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა ტრამპს დაგეგმილი თავდასხმების შეჩერება სთხოვა.