03 აგვ 2026
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პირველი ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სესიები დაეთმო თემას - „ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები“.
საზაფხულო სკოლა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ხელმძღვანელობით გაეცნონ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის თანამედროვე მეთოდებს, არქეოლოგიაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მოხსენებები წაიკითხეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ახალგაზრდები ბაქოს, ანკარისა და პრაღის უნივერსიტეტებიდან, ასევე - ფერეიდნელი ქართველი. პროექტი საქართველოს კულტურისა და განათლების სამინისტროები, ასევე ჰეიდარ ალიევის ფონდისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.