შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

03 აგვ 2026

2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები.  სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიური დნობას, უხვ ნალექს სათავეებში, კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.