,,აირგან 2026’’ - აჭარაში გაიმართა შეჯიბრი პნევმატური იარაღის ზუსტ სროლაში

02 აგვ 2026

 ,,აირგან 2026’’ - პნევმატური იარაღის სპორტული შეჯიბრი ზუსტ სროლაში წელს აჭარაში გაიმართა. საქართველოს მასშტაბით პირველი ღია ტურნირია, რომელშიც  55 სპორტსმენი მონაწილეობდა.

პნევმატური იარაღით სპორტული სროლის ტურნირი ორ ლიგად ჩატარდა,შეჯიბრება ქალთა და კაცთა შორის როგორც მოყვარული ისე, პროფესიონალ სპორტსმენებში გაიმართა.

ზუსტი წესებითა და სტანდარტებით დაცული  ორ დღიანი ტურნირი დღეს დასრულდა,  საპრიზო ადგილზე გასულებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

,,აირგან 2026’’აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედარაცია ,,მაჭახახელასა’’ და ,,აირგან ჯორჯიას’’ ორგანიზებით გაიმართა.