02 აგვ 2026
ბათუმის სკეიტ-პარკმა „ბათუმის თასს“ უმასპინძლა. ჩემპიონატში 30-ზე მეტი მოყვარული მონაწილეობდა. სპორტსმენებმა საკუთარი შესაძლებლობები პამპტრეკის ტრასაზე გამოსცადეს.
ღონისძიების მიზანი ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის წახალისებაა. ჩემპიონატს ტრადიციული სახე აქვს და ბათუმში ყოველწლიურად იმართება.