02 აგვ 2026
მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.
როგორც პრემიერი ამბობს, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.
"სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად.
თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას", - აცხადებს პრემიერი.