მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

02 აგვ 2026

მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ზემო აჭარა ოთხ სეზონიანი ტურისტული სივრცე უნდა გახდეს.

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გამორჩეული კუთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც განსაკუთრებულად ინახავს ქართულ კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ქართულ სულს და, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ კუთხის განვითარებისთვის.

ბევრი რამ კეთდება ინფრასტრუქტურის კუთხით, არის ფუნდამენტური ცვლილებები, თუმცა, ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი. საჭიროა ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, საკურორტო-ტურისტული მიმართულებებით, ამ კუთხის, შემდგომი განვითარება.

ოთხ სეზონიანი ტურისტული სივრცე უნდა გახდეს ზემო აჭარა. ამ მიმართულებით მივდივართ ძალიან სწრაფი ტემპით და რა თქმა უნდა, მომავალშიც ყურადღება არ მოაკლდება ამ კუთხეს”, - განაცხადა პრწმიერმა.