რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტები დაბომბა

01 აგვ 2026

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტები დაბომბა, დაღუპილია ცხრა ადამიანი. თავდასხმის ერთ-ერთ ადგილზე მისულმა კიევის მერმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად დედაქალაქის ხუთი რაიონი დაზიანდა. 

„კიევზე კიდევ ერთი თავდასხმა ძირითადად ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ქალაქის ხუთ რაიონს  ზიანი მიადგა. ამ მომენტისთვის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს ქალაქში ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვიდმეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“.

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა და დაზიანდა დაახლოებით ორი ათეული სასწრაფო დახმარების მანქანა და სხვა სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება, რომელიც  უკრაინის დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს და ჯანდაცვის დაწესებულებებს ემსახურება. თავდასხმის სედეგად არავინ დაშავებულა.

„საბედნიეროდ, შენობაში მყოფი თანამშრომლები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ, ამიტომ არავინ დაშავებულა. მაგრამ აღჭურვილობა და შენობები განადგურებულია. კერძოდ, ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა მთლიანად დაიწვა და დაზიანდა 20 მანქანა, რომლებიც ჯანდაცვის დაწესებულებებს ემსახურებოდა.“

რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩოს შენობა დაზიანდა. რაკეტა მის ღობესთან დაეცა. არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი  მომხდარს იქსზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის დასრულების არანაირი ნიშანი არ არსებობს.

 პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა  მასშტაბური თავდასხმის მიზნით სულ 35 რაკეტა გამოიყენა, მათ შორის 27 ბალისტიკური  და 185  დრონი. მისივე თქმით, თავდასხმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ 27-დან მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ქვეყანას აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ამოეწურა.