იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიხცვი 20 ადამიანს აღემატება

01 აგვ 2026

23 ადამიანი დაშავდა 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სამხრეთ იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში-ინფორმაციას  იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.  

დაზიანებული სახლებიდან მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა, ნაწილმა  კი შემდგომი ბიძგების შიშით ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრა საღამოს 7:46 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი  პოცუოლისა და კვარტოს ქალაქებს შორის დაახლოებით 3 კმ სიღრმეზე იყო. მას  ათი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

მიწისძვრა იგრძნობოდა მთელ ნეაპოლში, ისკიას კუნძულზე და სორენტოს ნახევარკუნძულამდე. მიწისძვრები იტალიაში შედარებით ხშირია.