01 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების მიმართ „ნდობას კარგავს“, ხოლო აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანულ აქტივებს „მთელ მსოფლიოში ეძებს და ეს ფული ირანელ ხალხს გადაეცემა“.
ტრამპმა და ბესენტმა ირანთან დაკავშირებით ეს განცხადებები მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართულ კაბინეტის სხდომაზე გააკეთეს. ტრამპმა დასძინა, რომ მას კვლავ სჯერა, რომ ირანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწევს და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები აშშ-ის მიერ თვეების განმავლობაში დაბომბვის შედეგად სერიოზულად გაუარესდა.