აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

31 ივლ 2026

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. უწყების ინფრომაციით, მოქალაქეებთან შეხვედრა ინდივიდუალურ ფორმატში გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარე თითოეული დევნილის საჭიროებებსა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს დეტალურად გაეცნო. რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება.