ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

31 ივლ 2026

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტით განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე ხარჯებზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 81 პროცენტზე ხოლო, ხარჯვით ნაწილში 84 პროცენტზე მეტით შესრულდა. საუბარია კვარტალურ ანგარიშზე.

დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტებს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა.

იმსჯელეს ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გარკვეული უძრავი ქონების აჭარის მთავრობის საკუთრებაში გადაცემაზე.

სხდომას ესწრებოდა ოპოზიცია. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დღის წესრიგში ორი სოფლის გზის მოწესრიგების საკითხი დააყენა.