31 ივლ 2026
ნაციონალური მოძრაობა ყრილობისთვის ემზადება, პარტია ყრილობაზე 5 აგვისტოს შეიკრიბება, სადაც აირჩევენ დროებით თავმჯდომარეს და დროებითი მმართველობით ორგანოს.
გუშინ შედგა პოლიტსაბჭო, რომელსაც თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა, ამ ეტაპზე თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი სახელდება, რომელიც აცხადებს, რომ ამ პოზიციის დასაკავებლად საკუთარი პირობები აქვს.
ნაციონალური მოძრაობაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური შეფასებების საგანია, ასევე შეფასებები კეთდება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატობასთან დაკავშირებითაც.