ნაურუმ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა

31 ივლ 2026

„ქართული დიპლომატიის წარმატება“ - ასე აფასებენ ქართულ ოცნებაში ნაურუს მთავრობის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც მიესალმება ნაურუს რესპუბლიკასა და ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.