იტალიის ქალაქ მესინაში შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

31 ივლ 2026

ერთი დაიღუპა და 5 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება იტალიის ქალაქ მესინაში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. ჩამონგრევა პისტუნინას რაიონში მოხდა, რის შედეგადაც  შერეული დანიშნულების შენობა დაინგრა, რომელიც საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს მოიცავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ორს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილას  სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.     

წინასწარი შეფასებით, შენობის ნგრევა შესაძლოა გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ გამომძიებლები ასევე იკვლევენ სტრუქტურული ავარიის შესაძლებლობას და აღნიშნავენ, რომ შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.