იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

31 ივლ 2026

იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის  შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა თითქმის ნახევარი ორ მსხვილ ინციდენტში მოყვა: ნიპონის ქაღალდის ქარხანაში და ეონის სავაჭრო ცენტრში, სადაც სავარაუდოდ გაზის აფეთქება მოხდა.