უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის მიმართულებით იერიშებს აგრძელებენ

31 ივლ 2026

უკრაინის ქალაქ პავლოგრადში, სასურსათო ბიზნესზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული რუსული იერიშის შემდეგ აფეთქების მომენტი.

თავის მხრივ უკრაინა აგრძელებს რუსეთის უმსხვილესი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის ვაილდბერისის  ლოჯისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების სერიას.

ამჯერად უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა ვოლგოგრადში ვაილდბერისის ლოჯისტიკურ კომპლექსზე და ლუკოილ-ვოლგოგრად-ნეფტე-პერერაბოტკას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.