სამუშაო შეხვედრა

31 ივლ 2026

„შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს, ასევე საქართველოში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივ ამოქმედებას და მონიტორინგის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას.