სოფელ მახოში 17 ოჯახი მამაპაპისეული მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს

30 ივლ 2026

სოფელ მახოში 17 ოჯახი მამაპაპისეული მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში, ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის შედეგადაც ოჯახებს ამ მიწებით სარგებლობისა და მათი საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა შეეზღუდათ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლიც არის.

ადილობრივებმა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარეს: მოამზადეს საკადატრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს. მახოში მცხოვრებთა თქმით მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ამბობენ რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები. საკითხთან დაკავშირებით აგილობრივებს პარტია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ,მათ პეტიცია შეადგინეს ,მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მიწების დარეგიატრირების მოთხოვნით პეტიციას საჯარო რეესტრში წარადგენენ.