შეხვედრა მოსახლეობასთან

30 ივლ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე განიხილეს სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები.   

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრებიან, რის შემდეგაც სახალხო დღესასწაულ „ხადორობა 2026“-ის ღონისძიებებს შეუერთდებიან.