30 ივლ 2026
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, იმსჯელებენ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დღესვე განისაზღვრება ყრილობის თარიღიც, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული ორწლიანი უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა.