იაპონიაში მიწისძვრის შემდეგ რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან

30 ივლ 2026

იაპონიის სამხრეთში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაინგრა ხიდები, დაიბზარა გზები და დაზიანდა ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნას ცდილობენ.

მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ, კუმამოტოში  58 ათასი  ოჯახი კვლავ წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. 

გარდაცვლილთა უმეტესობა ქარხნის თანამშრომელია. შენობამ სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანება მიიღო.   

სტიქიის რაიონში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. კუმამოტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსახლეობა სითბური დარტყმის რისკის შესახებ გააფრთხილა, რადგან ტემპერატურა, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას ცელსიუსით 40 გრადუს მიაღწევს.