საბერძნეთში ტყის ხანძრებმა მეხანძრეები იმსხვერპლა

30 ივლ 2026

კრეტაზე გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამი  მეხანძრე დაიღუპა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სავარგულებზე გავრცელდა და საფრთხე შეუქმნა მთიან ხეობებში სახლებს.

ორი მეხანძრე კრეტაზე, სოფელ კრია ვრისთან ახლოს, ხანძრის კერებს შორის გადაადგილებისას ცეცხლის ბლოკადაში მოექცა. კიდევ ერთი მეხანძრე პელოპონესის რეგიონში გაჩენილი  ხანძრის შედეგად  დაიღუპა - განუცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერსს“.

სააგენტო როიტერსს ადგილობრივებმა ტელეფონით საუბრისას  განუცხადეს, რომ კრია ვრისიდან და  მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ძლიერი ქარის გამო პოპულარული დასასვენებელი ადგილების მახლობლად ხანძარი უკონტროლო გახდა.