30 ივლ 2026
სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის შეფასებას, არსებული გამოცდილების გაანალიზებასა და სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებს დაეთმო შეხვედრა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილსა და სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართულ პირებს შორის შედგა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართული ავტორები, თანაავტორები, ილუსტრატორები, კარტოგრაფები, დამკაბადონებლები, სამეცნიერო რეცენზენტები, ფსიქოლოგ-მეთოდისტები, რედაქტორები, რომლებმაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, სახელმძღვანელოების მეთოდიკურ ასპექტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს.
ასევე განიხილეს სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები, ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.